PsychoRoom
მოწევა

მოწევა

17.12.2023

მოწევა

17.12.2023

რატომ ეწევიან ადამიანები?


 რისი გამოწვევა შეუძლია სიგარეტის მოწევას?


როგორ დავანებოთ თავი მოწევას?


პირველ რიგში გეტყვით იმას, რომ დიახ არსებობენ ადამიანები, რომლებმაც დიდი ძალისხმევის შედეგად დათმეს ეს მავნე ჩვევა და არსებობს საშუალებები, რაც მათ ამაში დაეხმარა. 


შენც შეგიძლია დააღწიო თავი მოწევას!


დაიწყე ამაზე ფიქრი ახლავე.


სიკვდილის გამომწვევ მიზეზთაგან, რომელთა პრევენციაც შესაძლებელია, მოწევა უპირველესია. განვითარებულ ქვეყვებში, იგი სხვა რისკ-ფაქტორებთან ერთად, სიკვდილის მთავარ მიზეზად რჩება. ამერიკის შეერთებულ შტატებში, სიგარეტით გამოწვეული სიკვდილი მოითვლის სულ მცირე 443 000 ადამიანს წელიწადში. მათ შორის, 1 ადამიანის სიკვდილი 5- დან, გამოწვეულია ფილტვის კიბოთი.              

                           
   გარდა იმისა, რომ მოწევა ფილტვის კიბოსა და გულის დაავადებების რისკ-ფაქტორია, იგი ასევე ზრდის ქრონიკული ბრონქიტის, ემფიზემის, რესპირატორული დარღვევების, სხვადასხვა კიბოს, მცირე მასის ნაყოფის და უბედური შემთხვევების დროს დამწვრობის და ზიანის მიყენების რისკს. ასევე 50% ზრდის ერექციული დისფუნქციის რისკს. მოწევა და ალკოჰოლის მიღება ხშირად თანდართულია, ამიტომ მოწევაზე უარის თქმა უფრო ძნელი ხდება.


 მწეველები არიან ძალიან იმპულსურები, აქვთ უფრო მეტი შეცდომები სამსახურში, შედარებით ხშირად იღებენ უქმეებს ავადმყოფობის გამო, ამგვარად, ეს დაკავშირებულია დამსაქმებლის აშკარა ხარჯებთან. მოწევა, როგორც ჩანს, მიეკუთვნება ნარკოტიკების შემდგომი მოხმარების და ბოროტად გამოყენების საწყის ეტაპს მოზარდებში. სიგარეტის გასინჯვა მნიშვნელოვნად ზრდის იმის ალბათობას, რომ მომავალში მწეველი გამოიყენებს ნარკოტიკებსაც.     


   სიგარეტის კვამლი არა მარტო მწეველს ვნებს. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ მოწევა ზიანს აყენებს პასიურ მწეველსაც, რომელიც შეიძლება იყოს მეუღლე, ოჯახის სხვა წევრი ან თანამშრომელი. როდესაც მშობელი ეწევა, მოზარდს შეიძლება შეუმცირდეს კოგნიტური შესაძლებლობები სისხლში ჟანგბადის რაოდენობის შემცირებისა და ნახშირორჟანგის დონის მომატების შედეგად. ასევე, უფრო დიდი შანსია, რომ მოზარდმა დაიწყოს მოწევა, თუ მისმა მშობლებმა ადრეულ ასაკში დაიწყეს მოწევა, თუ განეკუთვნებიან დაბალ სოციალურ კლასს, თუ განიცდიან სოციალურ წნეხს და თუ ოჯახში სუფევს სტრესი, როგორიცაა მშობლების განქორწინება ან სამსახურის დაკარგვა. ტელევიზორსა და ფილმებში მწეველი ადამიანის ნახვაც კი, ხელს უწყობს მწეველი მოზარდების რიცხვის ზრდას.     


არსებობენ „ჩჰიპპერ-ები“, ტერმინი, რომელიც გამოიყენება მსუბუქი მწეველების აღსაწერად. ასეთი მწეველები მოიხმარენ მცირე (5-ზე ნაკლებ) რაოდენობის სიგარეტს დღეში და როგორც ჩანს განაგრძობენ ისე, რომ არ ხდებიან მძიმე მწეველები. მკვლევარები დაინტერესდნენ, თუ რითი განსხვავდებიან იმ ადამიანებისგან, ვინც ხდება სიგარეტზე დამოკიდებული. როგორც აღმოჩნდა, „ჩჰიპპერ-ები“ იზიარებენ მძიმე მწეველების ზოგიერთ რისკ ფაქტორებს, მაგრამ აქვთ მეტი დამცავი ფაქტორები, როგორიცაა მაღალი აკადემიური მოსწრება, ოჯახის წევრების მხარდაჭერა, ნაკლები მიდრეკილება ნარკოტიკებისადმი და თამბაქოს ნაკლებად მოხმარება თანატოლებთან და მშობლებთან ერთად. მსუბუქი მწეველების რაოდენობა ძალიან გაიზარდა ბოლო ათწლეულის მანძილზე. ისინი შეიძლება ინფორმატიულები იყვნენ თამბაქოს ზოგად კონტროლში და დამოკიდებულების თეორიაშიც.


         თვითიდენტიფიკაცია და მოწევა


მწეველის იმიჯი, მოწევის დაწყების მნიშვნელოვანი ფაქტორია. თუ თინეიჯერისთვის მწეველის იმიჯი იდეალურია თავის წარმოსახვაში, სავარაუდოდ თვითონაც მოწევს. დაბალი თვითშეფასება, დამოკიდებულება, უძლურობის გრძნობა და სოციალური იზოლაცია ზრდის მოზარდში მიდრეკილებას, რომ მიბაძოს სხვის ქცევებს. მოზარდებში სიგარეტის მოწევა დამოკიდებულია აგრესიულ ტენდენციასა და დეპრესიასთან. გრძნობა იმის, რომ შეზღუდული ხარ, გაბრაზებული და მოწყენილი, ზრდის მოწევისკენ მიდრეკილებას. 


თვითიდენტიფიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია მოწევის შეწყვეტისთვის. დაბალი დისციპლინის მქონე სკოლებმა, დაუდევრობის გამო შეიძლება ხელი შეუწყონ , მოზარდის ექსპერიმენტული მწევლიდან, მუდმივ მწევლად გარდაქმნას. საშუალო სკოლებში მწეველთა რიცხვი მასობრივად იზრდება, ამას ემატება მწეველ სტუდენტთა რაოდენობის ზრდაც.    
       
     ინტერვენციები მწეველთა რიცხვის შესამცირებლად. 


მოწევაზე დამოკიდებულების ცვლილება. 1964 წლის გენერალური მოხსენების მიხედვით, მასობრივი მედია ჩაერთო მოწევის საშიშროებების კამპანიაში. სულ მცირე დროში, ამერიკელმა ხალხმა გააცნობიერა ეს რისკები და თამბაქოს მიმართ დამოკიდებულება მკვეთრად შეიცვალა. დღესდღეობით, მოზარდებიც კი მიიჩნევენ მოწევას, როგორც დამოკიდებულებას და უარყოფითი შედეგის მქონე ჩვევას. მედიის მიერ მოწევის საწინააღმდეგო გზავნილებმა, ზეგავლენა მოახდინა მოზარდებზე და ზრდასრულებზე, მაგრამ ამ რეკლამებმა არსებულ მწეველთა შორის, შეიძლება გაზარდოს მოწევის განზრახვა. მედიაში გავრცელებულმა ამ მავნე ჩვევის საწინააღმდეგო რეკლამებმა, შეიძლება ხელი შეუწყოს თამბაქოს მოხმარებაზე მუდმივ ფიქრს. მიუხედავად იმისა, რომ მოწევის შეწყვეტაში მთავარი დანებების სურვილია, აბსტინენციამ შესაძლოა მეტად გადააწყვეტინოს ხალხს მოწევისგან გათავისუფლება.
 
   მოწევის სინერგისტული ეფექტი.


 სიგარეტის მოწევა, ზრდის სხვა რისკ ფაქტორების მავნე ეფექტებს. მაგალითად, მოწევა და ქოლეტეროლის ურთიერთქმედება ზრდის გულის დაავადებათა სიხსირეს და სიკვდილიანობას, ვიდრე მათი ცალ-ცალკე არსებობა . ასევე სტრესის და მოწევის თანდართვა, შეიძლება ძალიან სახიფათო აღმოჩნდეს მამაკაცებში, ნიკოტინი სტრესის დროს ზრდის გულის რიტმის სიხშირეს. ქალებში პირიქით, სტრესის დროს გულის რიტმის სიხშირე მცირდება, მაგრამ საპასუხოდ იზრდება არტერიული წნევა. ნიკოტინის მასტიმულირებელი ეფექტი, კარდიოვასკულარულ სისტემაზე, მწეველს აყენებს უეცარი გულის შეტევის რისკის ქვეშ და ხანგრძლივი შეტევები შეიძლება გართულდეს, გულის კორონალური არტერიების დაავადებებით. მოწევა სინერგისტულად მოქმედებს ასევე პასიურ პწეველებშიც. წონის და მოწევის ურთიერთქმედება

ასევე ზრდის სიკვდილიანობას. სიგარეტის მომხმარებლები, რომლებიც არიან გამხდრები, სიკვდილიანობის უფრო მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან, ვიდრე ნორმალური წონის მქონე მწეველები. სიგამხდრე არ არის ასოცირებული სიკვდილიანობის რისკთან იმ ადამიანებში, რომლებსაც არასდროს მოუწევიათ, ან ადრე ეწეოდნენ.                      
     მოწევა უფრო ხშირია იმ ადამიანებში , რომლებსაც აწუხებთ დეპრესია. მოწევა და დეპრესია სინერგისტულად მოქმედებენ და მწევე, დეპრესიულ ადამიანს, გააჩნია კიბოს გაზრდილი რისკფაქტორი.   . მოწევა მიჩნეულია დეპრესიის პოტენციურ მიზეზად, განსაკუთრებით ახალგაზრდებში, რაც მოწევის და დეპრესიის სინერგისტულ მოქმედებას, უფრო სავალალოს ხდის. მოწევა მოზარდებში ასევე დაკავშირებულია მღელვარებასთან, შიშებთან. ახდენს თუ არა მოწევის და მღელვარების სინერგისტული მოქმედება ზეგავლენას ადამიანის ჯანმრთელობაზე ჯერ არ არის ცნობილი, მაგრამ პანიკური შეტევების და სხვა შფოთვითი დარღვევების შანსები საკმაოდ გაზრდილია.    
 
    თანატოლების და ოჯახის ზეგავლენა


 მოწევის დაწყების მიზეზი არის სოციალური გავლენის პროცესი. თუ არამწეველები ურთიერთობენ მათთან, ვინც ცდილობს რომ გასინჯოს სიგარეტი ან უკვე რეგულარულად ეწევა, თვითონაც ხდება თამბაქოს მომხმარებელი. მოზარდები სიგარეტის 70%-ზე მეტს თანატოლების გვერდით ეწევიან. თანატოლებისა და ოჯახის წევრების სიგარეტის მოწევა, ამცირებს იმის აღქმას, რომ მოწევა საზიანოა და ეს უბიძგებთ მათ თამბაქოს მოხმარებისკენ. ადრე აღვნიშნეთ, რაოდენ მნიშვნელოვანი როლი აქვს ახალგაზრდებისთვის გამოცდილი მწეველის იმიჯს. იმიჯი ასევე მნიშვნელოვანია მოწევის შეჩერებაში დასახმარებლად.
 
             რამდენიმე ნაბიჯი, მოწევის შეწყვეტის დღის მოსამზადებლად: 


ამოირჩიე დღე და მონიშნე კალენდარზე; 


შეატყობინე ოჯახს და მეგობრებს, მოწევის შეწყვეტის დღის შესახებ;


 მოიმარაგე ორალური შემცვლელები: 
უშაქრო საღეჭი რეზინი, სტაფილო..


 დასახე გეგმა, გამოიყენებ თუ არა ნიკოტინის შემცვლელ თერაპიას, დაესწრები თუ არა ლექციებს; 


შექმენი დამხმარე სისტემა. ეს შეიძლება იყოს ჯგუფური ლექციები, ან მეგობარი, რომელიც გათავისუფლდა ამ ცვევისგან და მზადაა დაგეხმაროს.


 
შემოთავაზებები, მოწევის შეწყვეტის დღისთვის:


 არ მოწიო; 


გათავისუფლდი სიგარეტებისგან, სანთებელებისგან, საფერფლეებისა და სხვა ნივთებისგან, რომლებიც მოწევასთანაა დაკავშირებული; 


შეინარჩუნე აქტიურობა, ისეირნე, ივარჯიშე, დაკავდი ჰობით; 


დალიე ბევრი წყალი; 


დაიწყე ნიკოტინის შემცვლელების გამოყენება; 


თავი აარიდე იმ სიტუაციებს, სადაც მოწევის სურვილი მძაფრდება; 


მოერიდე ალკოჰოლს.  


გახსოვდეს,მკურნალობის პროცესში დაშვებული შეცდომა ნორმალურია და ეს არ ნიშნავს იმას, რომ შენი გაწეული ძალისხმევა უშედეგოა. მცდელობებს ყოველთვის აქვს საბოლოო შედეგი.   


სტატიის ავტორი: მარიამ კიკნაძე